სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში,  დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.  სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან  არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.  დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა. დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემა წყალს მდინარე მტკვარზე მოწყობილი სათავე- ნეგობობიდან  იღებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები