,,მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს” – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობამ, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება აირჩია.

,,ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა ,,უცხოური აგენტების” კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს”, – წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.

მსგავსი თემები