,,კანონის მიღებით პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის” – პაუერი

,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი. მისი თქმით, ამ ქმედებით ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან.

,,საქართველოს პარლამენტი “უცხოური გავლენის” კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებების გვერდით ვდგავართ”, – წერს პაუერი.

მსგავსი თემები