უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ლუის მონტენეგრომ 28 მაისს ლისაბონში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმება აძლიერებს პორტუგალიის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას 1991 წლის საზღვრებში.

,,პორტუგალია წელს მინიმუმ 126 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს. ის ასევე ადასტურებს მონაწილეობას F-16-ების კოალიციაში, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების საერთაშორისო კოალიციაში, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალის შეძენის პროგრამაში, ნაღმების გაწმენდისა და საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ცალკეული ბლოკები ეძღვნება ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობის, დაზვერვის, ორგანიზებული დანაშაულისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული რისკების წინააღმდეგ ბრძოლას.

მსგავსი თემები