კუნძული ზმეინი უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა

უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის სპიკერის,  ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს ქვეყნის დროშა  კუნძულ ზმეინზე, მას შემდეგ რაც აიძულეს რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიიდან გასვლა.

,,უკრაინის დროშა დამონტაჟდა კუნძულზე… ოპერაცია დასრულდა, კუნძული დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას”,- განაცხადა ჰუმენიუკმა.

ცნობისთვის, კუნძული მდებარეობს უკრაინის სანაპიროდან დაახლოებით 30 მილის (48 კილომეტრის) დაშორებით და ახლოს არის ბოსფორისა და ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ საზღვაო ხაზებთან.

მსგავსი თემები