,,გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი” – ბოკუჩავა წილოსანზე

,,როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებლი ვარ ამას შეურაცხყოფად არ იღებთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს მიმართა.

,,უპირველეს ყოვლისა ვუერთდები კოლეგებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს თქვენს მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარი შეურაცხყოფის ატანა გიწევთ პარლამენტში თუმცა, როდესაც გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე წილოსანი კომპეტენციას გიწუნებთ, დარწმუნებლი ვარ ამას შეურაცხყოფად არ იღებთ. პირიქით ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რომ თქვენ დღეს შეგიძლიათ დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, ჩვენი ქყვენის ეროვნული ევროპული ინტერესები. ამიტომ მადლობა თქვენ და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ასეთი პრინციპული პოზიცია დაიკავა იმ ვეტოთი, რომელიც წარმოადგინა პარლამენტის წინაშე”, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი თემები