,,ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება – პარლამენტის შიგნით მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ვეტო დაძლიოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები 11:00 საათიდან შეიკრიბებიან. კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია 17:00 საათზეც.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტობუსები. შიდა ეზოში და პარლამენტის შენობაშც იმყოფებიან ნიღბიანი სამართალდამცავები და სპეცრაზმელები.

პოლიცია მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზეც, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები ეზოში შედიან.

მსგავსი თემები