“მე წარვადგენ “ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმას, “ქართულ ქარტიას” ბრიუსელში, პარტნიორებთან წარადგენს, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღდგეს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

“მე წარვადგენ “ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები.

მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში!”- წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები