,,ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ” – ქადაგიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

,,ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნაციონალებო“, ჩვენი ქვეყნისა შეერთდით – ეს არის ამის მოწოდება და საბოლოო ჯამში, მრავალ ნაწილად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ შეკრებაზეა საუბარი. თუმცა, აქაც როგორც ვხედავთ, მაინც რთულია მათი შეკრება, რადგან პირადი ამბიციები ამოძრავებთ. სამოქმედო გეგმაც ასეთი აქვთ, მოვიდეთ ხელისუფლებაში, ჩავატაროთ ყველა ის რეპრესია, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამხასიათებელი, მივიღოთ იგივე სურათი, რაც არის უკრაინასა და მოლდოვაში. ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

მსგავსი თემები