,,დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ გზაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდება” – ლანდსბერგისი

,,დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ გზაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდება”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ვეღარ ისარგებლებს.

„მე ვფიქრობ რომ მიმდინარე მოვლენებს ასახვა უნდა მოჰყვეს. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიდან იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი. თუ კანონს საბოლოო ფორმით მიიღებენ, საქართველო ვერ გააგრძელებს მის ევროპულ გზას. ეს ძირითადად ნიშნავს იმას, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი რომელიც პირობების საფუძველზე მიიღო საქართველომ და არ აკმაყოფილებს პირობებს, ეს ნიშნავს რომ სტატუსით სარგებლობა ვეღარ მოხდება. დიახ, პოლიტიკურად შესაძლებელია, რადგან ეს პოლიტიკური შინაარსია და შეიძლება მისი შეჩერება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი თემები