,,აშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ამბობს, რომ დღევანდელ საბჭოზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება.

,,მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”, – ამბობს ბორელი.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შესახებ დღეს იქნება მხოლოდ არსებული სიტუაციის პირველადი შეფასება.

მსგავსი თემები