პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა მასთან კოორდინაციით უნდა დაკომპლექტდეს

„ერთობა ერთიანობის გარეშე“ – ეს არის სალომე ზურაბიშვილის გეგმა, რომელიც მან დოკუმენტად აკინძა და ოპოზიციურ სპექტრს შესთავაზა.

„საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით ეს რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება“ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები.

„დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში ერთვება და ოპოზიციას გეგმას სთავაზობს

 

მსგავსი თემები