16 დაღუპული და 44 დაჭრილი-რუსეთმა ხარკოვზე ავიაიერიში მიიტანა

რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 16-ამდე გაიზარდა, ხოლო 44 დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კრემლმა იერიში ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” მიიტანა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის გოგოა, რომელიც იერიშის მომენტისათვის ჰიპერმარკეტს ათვალიერებდა.

როგორც უკრაინის მედიით გავრცელებულ ვიდოზე ჩანს, საავიაციო იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა.

მსგავსი თემები