„მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“- მაია სანდუ ქართველს ხალხს

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“ – ასე ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

როგორც მაია სანდუ აცხადებს, მსოფლიო ხედავს ქართველების დემოკრატიისადმი მტკიცე ერთგულებას.

„როდესაც მსოფლიო მოწმეა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თქვენი მტკიცე ერთგულებით, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანსს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. მოლდოვა სოლიდარულია თქვენ მიმართ“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში.

 

მსგავსი თემები