სომხეთში წყალდიდობაა – დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა

სომხეთში უამინდობას ებრძვიან. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის გამო 230-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური იუწყება. უწყების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

მდინარე დებედის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად, დაზიანდა საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი და საქართველოსკენ მიმავალი გზა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია.

გარდა ამისა, კომპანი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერის გამო ერევანი-თბილისი-ერევნის რეისები გააუქმა.

 

მსგავსი თემები