„სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი“- ლიეტუვის პრემიერი

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის“ – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ის, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ კურსს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

 

 

მსგავსი თემები