დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო. ოფიციალური ღონისძიება თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.

 

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

მსგავსი თემები