ბოლო 24 საათში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა

“ბიბისის” ცნობით, სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში სამხრეთ კორეაში ვირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ქვეყანაში 433-მდე გაიზარდა.

„ბიბისის“ ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ დეგუში მდებარე სამედიცინო ცენტრებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის დაფიქსირებული. ქვეყანაში კორონავირუსით ორი პაციენტია დაღუპული.

მსგავსი თემები