პარლამენტთან აქცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.  აქციას მსვლელობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი შეუერთდა. ამ დროისთვის, უცნობია რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის პარალელურად 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

„ავტორიტარულ რეჟიმებს არ უყვარს ჭკვიანი ხალხი“-პროფესორ-მასწავლებლებლების აქცია თსუ-სთან

მსგავსი თემები