ქართველ პოლიტიკოსებზე სანქციების დაწესების ინიციატივის ავტორი მორიგ განცხადებას აკეთებს

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ერთ-ერთი ავტორია იმ კანოპროექტისა, რომელიც ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც სენატორი განმარტავს, კანონპროექტის სენატისთვის წარდგენა სწორედ იმისი დასტურია, რომ ამერიკა საქართველოს პარტნიორი და მეგობარია.

„ჩემი კანონპროექტი  კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ის დახმარებას. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ” – აცხადებს სენატორი შაჰინი.

შეგახსენებთ, რომ სენატში წარდგენილია კანონპროქტი, რომელიც საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.  სანქციებში ის ადამიანები მოექცევიან, რომლებიც  საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.

სანქციები, რომელსაც სენატი განიხილავს, საქართველოს მთავრობის ოჯახის წევრებსაც ეხება

მსგავსი თემები