ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პაველი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნით დარჩება.

ბაიკერობა ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტის ერთ-ერთი ჰობია. შარშან მას ბოდიშის მოხდაც მოუხდა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა.

მსგავსი თემები