,,მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც” – ზავრადაშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ყველანაირი სანქციებისთვის მზადაა. ჟურნალისტის კითხვაზე, მაინც აპირებენ თუ არა რუსულ კანონზე ვეტო დაძლიონ, დეპუტატი ამბობს, რომ უკან არ დაიხევენ.

,,საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს.

კარგად წაიკითხეთ განცხადება და მერე ვილაპარაკოთ. დამშვიდდით, ხალხო, რა მოგივიდათ. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მზად ვარ სანქციებისთვის, კიდევ უფრო მეტი რა გაინტერესებთ? გეუბნებით, რომ მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც. დამშვიდდით, საქართველო გაიმარჯვებს. სჯობს შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით,” – აცხადებს ზავრადაშვილი.

მსგავსი თემები