რა სანქციებს განიხილავს სენატი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ?!

სენატორების კანონპროექტი სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი,“  სენატში ოფიციალურად წარადგინეს. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ეხებათ და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა მიმართ,  ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებსა დ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მმართველმა გუნდმა ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი” და  ეს ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

სენატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იმ დაბკროლებებზე, რომლებიც ექმნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და კანონპროეტი, „აგენტების შესახებ“,  რომელიც შეანელებს ან შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

დოკუმენტში ასევე  საუბარია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის შემდეგ იმყოფოდნენ და ასევე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის წინააღმდეგ.

დოკუმენტის მიხედვით, შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ოპერატიულად  შედეგების დაკისრება იმ ადამიანებზე,  რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება სანქციებს,  დოკუმენტის მიხედვით, ის დაუწესდება:

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი;

ნებისმიერი პირს, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით;

სანქციები ამ პირების ოჯახის წევრებსაც შეეხებათ და ის მოიცავს მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს. აღნიშნულ დოკუმენტს კი “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

 

 

 

მსგავსი თემები