უკრაინა ითხოვს, პენტაგონიმა ნება დართოს, ამერიკული იარაღი რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზეც გამოყენონ

 

კონგრესმენები უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს ნება დართოს, რუსეთში მდებარე იმ სამიზნეებზე ჩაატარონ შესაბამისი განეიტრალების ოპერაცია, რომელიც უკრაინას საფრთხეს უქმნის.

კონგრესმენთა მიმართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაასაჯაროვა და მინისტრ ლოიდ ოსტინს მიმართა. წერილში ასევე ხაზგასმულია უკრაინელი სამხედროების წვრთნის საჭიროებაზე.

„უკრაინელი მოკავშირეები ითხოვენ ნებართვას, შტატების მიერ მოწოდებული გარკვეული ტიპის იარაღი გამოიყენონ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ.  მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო ლიდერებს უფლება მისცეს, განახორციელონ ოპერაციების მთელი სპექტრი, რომელიც საჭიროა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმაზე რეაგირებისთვის“, – აღნიშნულ წერილს ხელს 13 კონგრესმენი აწერს.

წერილში ასევე საუბარია, რომ მეტი უკრაინელი სამხედროების გადამზადებაა საჭირო, განსაკუთრებით კი მფრინავების მიმართულებით.

 

მსგავსი თემები