„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“- ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. ჰელსინკის კომისია ასევე წერს, რომ ისინი საქართველოს გვერდით დგანან.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს.

 

რა შემთხვევაში გადასცემს აშშ საქართველოს სამხედრო და სავაჭრო დახმარებას

მსგავსი თემები