პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მმართველ პარტიას ტყუილში ადანაშაულებს

„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“  – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი მსხილაძის მტკიცებით, ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც აღნიშნული კანონით ირღვევა.

„პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, განმარტებულია, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, თუ რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი“- ამბობს სხილაძე.

რაც შეეხება წინადადების ჩამატებას, რომ „კანონი ამოქმედდეს ერთ დღით“, მსხილაძის თქმით, ეს არის  ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს.

 

მსგავსი თემები