საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს მხარი მხოლოდ რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა დაუჭირეს.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით ,,საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს ,,საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ვეტოს დაძლევას მომავალ სასესიო კვირაში უყრიან კენჭს.

მსგავსი თემები