„რა გვინდა, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით“ – შალვა ალავერდაშვილი ტურისტების დაფრთხობაზე (video)

„რა გვინდა საერთოდ ვერ მივხვდით, საით მივდივართ ვერ მივხვდით, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით და რატომ ვაკეთბს ვერ მივხვდით“ –  აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი  შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ჯავშნების 20-25% გაუქმებულია.

მისივე ინფორმაციით, ქართველი ტურისტული კომპანიები, შექმნილი ვითარების გამო, უკვე აზერბაიჯანზე მუშაობენ.

„ქართველი ტურ-ოპერატორები ძალიან ბევრ ჯავშანს აკეთებენ აზერბაიჯანში, რადგანაც იქ ძალიან ადვილია ტურისტის მიღება და მასპინძლობა. ტურისტული კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე, ჩვემთან კი ვიზებს გასცემენ ტურისტებზე და შემდეგ, ვიზიან ტურუსტებს უქმნიან პრობლემას და ქვეყანაში არ უშვენებ. რა გვინდა საერთოდ ვერ მივხვდით, საით მივდივართ ვერ მივხვდით, რას ვაკეთებთ ვერ მიოვხვდით და რატომ ვაკეთბს ვერ მივხვდით“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ყველა ერთად უნდა მუშაობდეს, რომ სექტორი არ ჩამოიქცეს.

„ამ ეტაპისთვის, ევროპელი ტურისტების რაოდენიბა ისე ვერ იზრდება, როგორც გვინდოდა და გვინდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება იყო ევროპიდან ტურისტების მოზიდვა, თუმცა,  გარემო პირობებიდან გამომდინარე, ომი უკრაინაში იყო პირველი, რამაც ევროპელი ტურისტები დააფრთხო და მეორე – დღევანდელი მოცემულობა, რაც ხდება ქვეყანაში აფრთხობს ტურიტებს. ყველა ერთად უნდა დავჯდეთ და ვიპოვით გამოსავალი რაც ვაკეთებთ ერთად. ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ ქვეყანაში ტურისტი როგორ შემოვიყვანოთ და როგორ არ ჩამოვაქციოთ ეს სექტორი. ამ ეტაპისთვის, ჯავშნები 20-25%ით გაუქმებულია“ – აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

“განა რა ღირს ეს კანონი ამდენი? ტურისტების ჯავშნებს აუქმებენ” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები