სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს დღეს ბრალს წაუყენებენ

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაიწყო, რომელიც 25 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება ძიება დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

მსგავსი თემები