აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა,“- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება.

ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

მსგავსი თემები