„კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ამ ვეტოსთან ერთად, ჩვენთან ერთად იქნება მსვლელობებზე“- აქციის მონაწილე

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდიან, რომ ე.წ „რუსულ კანონს“ ვეტო დაადო და მოუწოდებენ, რომ მათ მსველობებში მონაწილეობა მიიღოს.

„დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ამ კანონს ვეტო დაადო, მაგრამ ჩენს მთავრობას არ ეშინია ვეტოსი. თქვეს, რომ ჩვეულებრივად დაძლევენ. ახლა პრეზიდენტს მივმართავ, გამოვიდეს დადგეს ჩვენს გვერდით. კარგი იქნება თუ  ამ ვეტოსთან ერთად, ჩვენთან ერთად იქნება მსვლელობებზე და პარლამენტთანაც ჩვენთან ერთად გამოვა დღეს“- აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

მსგავსი თემები