„ორ კვირაზე ადრე დაადებს ვეტოს, ეს იქნება გამოსავალი“- ბესელია

 „ვეტო მისცემს შესაძლებლობას უკან დახევის. თუ “ქართულ ოცნებას” სურს ქვეყნისთვის სასარგებლოდ უკან დახევა, ეს შანსი ექნება სწრაფად“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტოს დაადებს.

„ორ კვირაზე ადრე დაადებს ვეტოს. დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ვეტო იქამდე იქნება, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას გამოაგზავნის. ვიცი, რომ ფიქრობს ამაზე პრეზიდენტი. ძალიან სწრაფად მოისმენთ და თან ეს იქნება გამოსავალი”, – ამბობს ბესელია.

მსგავსი თემები