პუტინის თქმით, რუსეთი ახლა არ აპირებს ხარკოვის აღებას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთის არმია ხარკოვის აღებას არ გეგმავს.

„რაც შეეხება ხარკოვს, ასეთი გეგმები დღეს არ გვაქვს. არმიას აქვს წარმატებები, ყოველდღე მივიწევთ წინ გეგმის შესაბამისად“, – აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი უკრაინული მხარეა, რომელიც „პირდაპირ საცხოვრებელ კვარტლებს უმიზნებს“.

მსგავსი თემები