გიორგი ვოლსკი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არსებულ აქტუალურ საკითხებსა და საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების  აუცილებლობაზე.

ხაზი გაესვა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.

ელჩის განცხადებით, ის კარგად იცნობს საქართველოს და მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილის შეტანა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიდერლანდების სამეფო აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.​

მსგავსი თემები