,,გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტების დაკავების ფაქტი არ დასტურდება” – სუს-ი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება და უკანონო ბორდერიზაციაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, ირაკლი ანთაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტები დააკავეს. მისი თქმით, აღნიშნული არ დასტურდება.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება 2 თვის განმავლობაში რუსების მიერ უკანონოდ დაკავებული 7 პირის საქმე, რომლებიც უკანონო პატიმრობაში რჩებიან, გარდა ამისა ბორდერიზაციის 15 შემთხვევა.

გარდა ამისა, ქართულ მხარეს სურს მიიღოს ინფორმაცია რუსების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, დააყენებენ თამაზ გინტურის მკვლელების დასჯის საკითხს.

მსგავსი თემები