გუანქსის “ნორმალური უნივერსიტეტი” – ჩინეთი (video)

გუანქსი არის ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ჩინეთში, რომელიც ვიეტნამს ესაზღვრება.  მისი დედაქალაქია ნანინი. Guangxi Normal University  გილინში, მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ ქალაქში მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია დიდი ისტორიითა და კულტურით.

უნივერსიტეტი 1932 წელს დაარდა და 3 კამპუსს მოიცავს. კერძოდ Wangcheng Campus, Yucai Campus და Yanshan Campus, რომელიც  270 ჰექტარზეა განთავსებული.

ცნობილია, რომ ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი კამპუსი ჩინეთში და ერთადერთი სასკოლო კამპუსი ქვეყანაში, რომელიც მოხსენიებულია, როგორც 5-A ტურისტული ადგილი.

უნივერსიტეტი შედგება 21 სკოლისა და კოლეჯისგან.

მას ჰყავს როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები, ისე მაგისტრანტები და  დოქტორანტები.  1700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი, რომლებიც კოსტიუმირებულ წარმოდგენებს ხშირად მართავენ და თავიანთ ტრადიციებს წარმოაჩენენ.

უნივერსიტეტში 20,000-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს განათლებას.

აქ ისწავლება ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი, განათლება, ლიტერატურა, ისტორია, მეცნიერება, მენეჯმენტი და ხელოვნება.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის თანამშრომლობს 355-ზე მეტ უნივერსიტეტთან და უმაღლეს სასწავლებელთან 32-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში.

 

 

 

მსგავსი თემები