გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანეს

ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება. მას სამინისტროდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია ვის უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ გიული ალასანიას მისვლამდე, ჯანდაცვის სამინისტროში სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრები ხვდებოდნენ.

მსგავსი თემები