სარეკლამო კომპანია ,,ლიმონის” დამფუძნებელი სავარაუდოდ დააკავეს

სარეკლამო კომპანია ,,ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ოჯახის წევრი ვარაუდობს, საპოლიციო მოქმედებები ანტირუსულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

,,ჩემი სიძე გიორგი ოკმელაშვილი აიყვანეს. ახლა მის სამსახურში და სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ვნახოთ რას გვედავებიან, აქციაზე ჯანსაღი აზრის და პროტესტის გამოხატვის გარდა !!!

ყველასთან მოვლენ სავარაუდოდ!

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შევეხმიანეთ”, – წერს გიორგი ჩხეიძე.

მსგავსი თემები