პენიტენციური სამსახურის ავტომობილზე თავდასხმის შედეგად გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთში პენიტენციური სამსახურის ავტომობილზე თავდასხმის შედეგად გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა პენიტენციური სამსახურის ორი თანამშრომელი, სამი კი დაიჭრა. მსჯავრდებული მოჰამედ ამრა, რომელიც ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ, თავდამსხმელებთან ერთად მიიმალა.

მოჰამედ ამრა რამდენჯერმე არის ნასამართლევი. 10 მაისს მას ქურდობისთვის 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრის დასაკავებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. საძიებო ოპერაციაში 200 პოლიციელი მონაწილეობს.

მსგავსი თემები