,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“- ადამ კინზინგერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – აღნიშნავს ადამ კინზინგერი.

მსგავსი თემები