,,ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით” – პაპუაშვილის განცხადებას ,,შეთანხმებაზე” ლატვიელი მინისტრიც უარყოფს

4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, თითქოს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ,,ქართული ოცნება” სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას ,,შეთანხმებაზე” უარყოფს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:

,,ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით. ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ,,ქართული ოცნება” მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი უპირველესად ეს ბალტიისპირეთია”, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების პირველმა პირმა.

პაპუაშვილის გავრცელებული ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მსგავსი თემები