ავღანეთში დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადაეცა

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს, უფროსი ლეიტენანტ ივერი ბუაძეს,  ბინა გადასცა.

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა მომავალი თაობები მათი თავდადების მაგალითებზე აღიზარდონ.

„ივერი არის თანამედროვეობის ნამდვილი ქართველი გმირი. მან ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას გადაარჩინა ჩვენი სამი ჯარისკაცი და მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები. ექიმებმა გერმანიასა და ამერიკაში შეძლეს შეუძლებელი და ივერი დღეს ჩვენს გვერდით არის. ის არის გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, რომელმაც საკუთარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ საქართველო დიდი და ძლიერი ხალხის სამშობლოა. ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ახლად აშენებული ბინის კეთილმოწყობა შემოდგომისთვის

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოტორიზებული პატრულის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. ივერი ბუაძემ თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედროს გადარჩენა შეძლო, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. თავდაპირველად, იგი სამკურნალოდ ავღანეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი, რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა. ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში, მკურნალ ექიმთან ერთად, 11 ივლისს დაბრუნდა.

მსგავსი თემები