,,ვემიჯნებით ადმინისტრაციას, რექტორს შევახსენებთ, სამშობლო აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესებზე მაღლა დგას” – IBSU-ს სტუდენტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს და ემიჯნება ადმინისტრაციის პოზიციას. სტუდენტები რექტორს, კახა შენგელიას მიმართავენ და სთხოვენ პატივი სცეს მისივე სტუდენტების უმრავლესობის გამოხატულ ნებას.

,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტები ვემინჯებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს!

გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ “აკრედიტაცია-ავტორიზაციის” პროცესებზე მაღლა დგას!

ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა.

IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული , და იყო “რუპური” სტუდენტების ხმის, ყველა პლატფორმაზე.

,,ივანე ჯავახიშვილობას” ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელოც ასე უხვად, დღეს დილით თავს დაასხით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ!

გელოდებით ყველას ხვალ, 15 მაისს IBSU-სთან 12:00 საათზე

არა ყველაფერ რუსულს!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!”, – აცხადებენ სტუდენტები.

ცნობისთვის, 14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. განცხადებას ხელს აწერს შავი ზღვის უნივერსიტეტიც.

მსგავსი თემები