ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ პოლიციას და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს გამოაცხადებს ცესკო, პოლიციას და ჯარს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

​მისი აზრით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები