აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე რჩებიან – გადაკეტილია საავტომობილო გზა

მომიტინგეები, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.

კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე.

ცოტა ხნის წინ აქ დაპირისპირება იყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება რამდენიმე პირის დაკავებას მოჰყვა.

 

მსგავსი თემები