„ეს კანონი პუტინმა 2012 წელს მიიღო, გამოიყენება საზოგადოების რეპრესირებისთვის“- პრეზიდენტი

„ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  CNN-თან საუბარში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბჭოური პროპაგანდული სვლები საქართველოში კარგად იციან და ის არ მუშაობს.

„ეს აქვს მთავარ მიზნად (აღნიშნულ კანონს). და, რაც უფრო საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც არასდროს არ იცოდა ეს, არის ის, რომ ამ კანონისა და ამ რიტორიკის მეშვეობით ოფიციალური პირები ჩვენს წლების მანძილზე პარტნიორებს „უცხოურ ძალებს“ ეძახიან, რომლებსაც ქვეყნის დანგრევა სურთ. ისინი მათ, ჩვენს პარტნიორებს, „აგენტებს“ ეძახიან, რომლებსაც „აქ ახალი ომის პროვოცირება სურთ, როგორც უკრაინაში“ – ამას ამბობენ. და მოსახლეობამ აქ ძალიან კარგად იცის ეს ძველი რუსული და საბჭოური პროპაგანდისტული სვლები. ასე რომ, ის არ მუშაობს.

მსგავსი თემები