„ეპილეფსია მაქვს, ნუ მახრჩობთ“ – გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები დააკავეს

სამართალდამცავებმა გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

“ყელში ნუმიჭერთ, ნუ მახრჩობთ, ეპილეფსია მაქვს” – ყვიროდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებმა წრეში მოაქციეს და ძირს დააგდეს.

რაც შეეხება, სამართალდამცავებს, ისინი ამბობენ მათი მოწოდების მიუხედავად შეკრებილებმა გზა არ გაათავისუფლეს, რასაც დაკვებები მოჰყვა.

„მოუწოდა პოლიციამ გაეთავისუფლებინათ გმირთა მოედნის ტერიტორია, ვინც არ დაემორჩილა დააკავეს ყველა“- თქვა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა.

მანამდე შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტთან დღის განმავლობაში 13 პირი დააკავა.

მსგავსი თემები