ნიკო ნერგაძე სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო ,,კავკასიის უნივერსიტეტს” ტოვებს

,,კავკასიის უნივერსიტეტი” ჟურნალისტმა, ამ უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი გახდა.

,,კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.

კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.

ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები”, – წერს ნერგაძე.

მსგავსი თემები