,,ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დღესაც საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

,,ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღესაც საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა.

მანამდე მათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე სკვერიდან. აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე გაჩერდნენ.

შეგახსენებთ, რომ ,,ოცნება” რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

მსგავსი თემები