„მაქვს მოლოდინი: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები იქნება ო’ ბრაიანის ჩამოსვლის მიზეზი“- პრემიერი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძ ამბობს, რომ არ იცის თუ რა მიზეზით ჩამოვიდა ჯეიმს ო’ბრაიანი საქართველოში. თუმცა იმედი აქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამი ძირითადი თემით ჩამოვა:- ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები.

„საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსგავსი თემები